კრიმინალი • 1720004021
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ბრალდებულები გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უქმნიდნენ მათ სანდო საინვესტიციო კომპანიის შთაბეჭდილებას და მოგების მიღების მიზნით, ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
ორივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან... მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს," - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანი...
პოლიტიკა • 1737809122
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...
საზოგადოება • 1737786055
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...
სოცმედია • 1737785673
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი