ბათუმში, სათარჯიმნოში რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს
კრიმინალი • 1652986449 2669

ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქ გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია ბიუროში არსებულმა წარწერამ, რომელიც რუსულ გემს უკავშირდებოდა. მათ დაიწყეს ბიუროს თანამშრომლებთან ჩხუბი.
ხაჯიშვილი ამბობს, რომ მის თანამშრომელს ინციდენტის ასახვა უნდოდა და ვიდეოს გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად შეეხე: "დაარტყა", რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
"ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე – წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა", - ამბობს ელენე ხაჯიშვილი ბათუმელებთან საუბარში.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310