“ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!” – რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს
კრიმინალი • 1762325713
უმძიმესი დანაშაული მოხდა კასპის რაიონში. ერთ-ერთ სოფელში 73 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა. პენსიონერი პოლიციამ უკვე დააკავა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, არასრულწლოვანი თანასოფლელი ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება უკვე წარედგინა. ის ადვოკატმაც მოინახულა.
“შევხვდი ბრალდებულს, ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 137-ე და 138-ე მუხლით, დადგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებს, გამოძიების და თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, – ამბობს”ტვ პირველთან” საუბარში მარიამ ინდუაშვილი.
სოფელში, სადაც შემზარავი დანაშაული მოხდა, ამბობენ, რომ ბრალდებული და დაზარალებული არასრულწლოვანი მეზობლები იყვნენ. ისინი დაკავებულისთვის უმკაცრეს სასჯელს მოითხოვენ.
“დღეს გავიგე ეს ამბავი და შოკირებული ვარ. ის ბავშვი ჩვენი ნათესავია. როგორ გააკეთა ეს არ ვიცი, იძალადაო, ამბობენ. როგორ გაუბედა კარის მეზობელს?!. ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო და შეუყვანია სახლში. უნდა მოშორდეს ეგეთი ხალხი აქაურობას. საცოდავად გაზარდა დედამ ეს ბავშვი, ობლად. ასეთი რამ როგორ გააკეთა?!. ეგეთი ადამიანი უნდა გააძევო აქედან. შიშთ ვერ უნდა გამოვიდეთ გარეთ? სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს” – ამბობენ ადგილობრივები.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









