„ბევრმა იცოდა, რომ ფარცხალაძე რუსეთში "ოცნებას" წარმოადგენდა“ - კოკა მორგოშია

მორგოშია

ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გარკვეულ ჯგუფებს გრიგოლ ლილუაშვილის ფორმაციის "ოცნების" წარმომადგენლად ესახებოდა - ამის შესახებ თბილისის  ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე, კოკა მორგოშია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

კაცი, ვინც საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, მისი ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფარცხალაძეს მძიმე დანაშაულში ბრალი ოფიციალურად წაუდგინეს, მისი გავლენები მოსკოვში შესუსტდება. მათ შორის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებენ.

 

ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ ის [ფარცხალაძე] "ოცნებას" წარმოადგენდა რუსეთში. ეს ყველასთვის ღიაა. მას ეძებს "ქართული ოცნება". ამის შემდეგ სავარაუდოდ, იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება. ეს შეხვედრები აფტი ალაუდინოვთან თუ სხვა პოლიტკოსთან ფაქტობრივად არ იქნება. ფარცხალაძე ლილუაშვილის ფორმაციის "ქართულ ოცნებაში" მოსკოვში მაგას იძახოდა, რომ მე წარმოვადგენ  "ოცნებას" და მე ვარ ყველაფერიო, ეს ფაქტია.

პრობლემა ექნება თავისთავად რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ, რომ პოლიტიკა აკეთო რუსეთში და იყო იმ საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც შენ გეძებს და სამუდამო პატიმრობა გემუქრება, ეგეთი რამე მოსკოვშიც შეუძლებელია რომ დაალაგო.

პირდაპირ გეუბნებით, პირადად თქვენ სახელები და გვარები არაფერს გეტყვით, ფარცხალაძეს ბრალი რომ წაუყენეს, მაშინ გაიგეს რუსეთში, რომ თურმე ეს კაცი დაპირისპირებულია "ქართულ ოცნებასთან". - განაცხადა კოკა მორგოშია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
10 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

10 ნოემბრის ენერგიები ხასიათდება კომუნიკაბელურობით, ახალი ინფორმაციის აქტიური მიღებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების სურვილით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს დიალოგის, მოლაპარაკებებისა და იდეების თავი...

ეს საინტერესოა • 1794259717

ნემო ბურჭულაძე
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული მოძრაობის წევრი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა."დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძ...

საზოგადოება • 1794255504

პუტინი სასწრაფო
ეპიდემიოლოგები: რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია რისკ-ჯგუფებს გასცდა და მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება

რუსეთის 27 რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ) გენერალიზებული ეპიდემიის ფაზას მიაღწია — ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ჯგუფებში, არამედ მთელ მოსახლეობაში. „როსპოტრებნადზორის“...

მსოფლიო • 1794243762

ღარიბაშვილი ციხე
ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური იზოლაციისა და „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ კლასიკური მაგალითია

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 ნოემბერს სასამართლოში მისი საქმი...

პოლიტიკა • 1794242544

რუსული პასპორტი საქართველო
რეკორდული მაჩვენებელი: 2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რუსეთის მოქალაქეთა ნაკადმა პიკს მიაღწია

2026 წლის მესამე კვარტალში სერბეთში, საქართველოში და სომხეთში — რუსეთის მოქალაქეთა გასვლის მაჩვენებელმა ბოლო 17 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ს...

პოლიტიკა • 1794240904

მუხიანი რაჭის ქუჩა
ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება...

საზოგადოება • 1794237537