ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები - ქილერმა შემთხვევით ტაქსიც გადაცხრილა

კაჭარავა

 ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ახალი დეტალები  ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ თეთრი ფერის ტაქსი ,,ტოიოტა პრიუსი", რომელიც შემთხვევით ბიზნესმენის მანქანას უკან მოჰყვებოდა,  დაქირავებულმა მკვლელმა გადაცხრილა.

ტაქსს მძღოლი, ელდარ ზარია, მართავდა და მას არასრულწლოვანი სახლში გადაჰყავდა, რა დროსაც სროლაში მოჰყვა.  ის სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.

 

მანქანას ე.წ ქილერის მიერ ნასროლი 8 ტყვია მოხვდა.  ელდარ ზარია გამოძიებისთვის ოქროს მოწმეა, რომელიც ბიზნემსმენზე  თავდასხმას შეესწრო.

მძღოლი იხსენებს, რომ ლევან კაჭარავას მანქანა მის წინ  გადაადგილდებოდა და დაინახა, რომ მკვლელმა თავდაპირველად  ჯერ ავტომობილის საბურავებს ესროლა,  ამის შემდეგ კი  მთელი მანქანა გადაცხრილა. ბიზნესმენი კაჭარავა ადგილზევე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ,,ტვ პირველთან" ყვებიან, რომ გასროლა მაშინ მოხდა, როცა ბიზნესმენის მანქანამ ტაქსს გადაასწრო.

ეს მანქანა ,,აბგონს" უკეთებდა, რა დროსაც ტყვიები დაყარეს. საბურავებში ჰქონდა მოხვედრილი და გაჩერდა. 8 ტყვია აქვს ამ ტაქსს მოხვედრილი. მარჯვენა მხარეს კარებები აქვს დაცხრილული. - ყვება თვითმხილველი.
ოქროს მოწმე გამოძიებამ მომხდარიდან მალევე გამოჰკითხა, თუმცა, ის თავდამსხმელებს ვერ იხსენებს. ელდარ ზარია მხოლოდ იმას იხსენებს, რომ მას და ბიზნესმენის მანქანასაც ტყვიები გვერდიდან მოხვდა, ანუ ქილერი ფერდობზე იყო ჩასაფრებული და ჩასაფრებაში  რამოდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

მკვლელობა ბაგებში - დაქირავებულ მკვლელს გომელაურის უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. იდენტიფიცირებულია თუ არა მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი, უცნობია.

 

რა გახდა 53 წლის ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზი ლევან კაჭარავას ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დუმს შსს-ც.

 

ლევან კაჭარავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკენ მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165

ლენტიი
ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მ...

საზოგადოება 1713539044

გომელაური ხარება
“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერ...

პოლიტიკა 1713538907

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთი...

პოლიტიკა 1713538763