ბიზნესმენის მკვლელობისა და გამოძალვის საქმე - კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალი წარედგინა

პროკურატურა

კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და გამოძალვის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. უწყების ცნობით, მამედოვმა, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ბიზნესმენს ქურდული სამყაროს წესების დაცვით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მათგან ჯამში 300 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ შემთხვევაში მუქარის შემდეგ მამედოვმა ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა ორ პირს, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეორე შემთხვევაშიც მკვლელობის შეკვეთის მცდელობა აღკვეთა პოლიციამ - დამქირავებელი პირი 6 ნოემბერს დააკავეს მკვლელობის მომზადებისთვის.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, ხოლო მამედოვს - განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მომზადებისა და გამოძალვის ეპიზოდებზე.

დანაშაულები ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ელმურაზ მამედოვი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არის ძებნილი.

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პირს, ხოლო  დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის; დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის „ქურდული სამყაროს“ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრი და კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, მოკვლის მუქარით სძალავდა 100 000 აშშ დოლარს.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ორ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფურად მოკლეს დაზარალებული. ორივე პირი იმავე დღეს იქნა დაკავებული. მათ მიმართ ამჟამად საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ელმურაზ მამედოვმა ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ სხვა ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, ასევე ზემოქმედების მიზნით გადაუგზავნა მის მიერ შეკვეთით მოკლული ბიზნესმენის ფოტო.
დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ერთ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომელმაც დაზარალებულის გადაადგილების და სავაჭრო მაღაზიის მდებარეობის შესწავლა დაიწყო. იგი 2025 წლის 6 ნოემბერს მკვლელობის მომზადებისას სოფელ კაბალში იქნა დაკავებული. ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბიზნესმენის მკვლელობისთვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დაკავებულს  ბრალდება წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების; ასევე ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“  ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე  შეეფარდათ.

 

საზღვარგარეთ მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე  უკვე გამოცხადებულია ძებნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით, - ნათქვამია განცხადებაში, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308