ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ - პოლიციამ აჭარაში 3 პირი დააკავა
კრიმინალი • 1744878821
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - ჩინეთის მოქალაქე 1987 წელს დაბადებულ ი.ფ. და ტაილანდის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული პ.პ და 1983 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












