ბუენოს-აირესში თბილისის მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გიორგი ხატიაშვილი არგენტინა

არგენტინის ფედერალურმა პოლიციამ, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან (Homeland Security) თანამშრომლობით, ბუენოს-აირესში, პალერმოს რაიონში 28 წლის საქართველოს მოქალაქე, გიორგი ხატიაშვილი დააკავა. მასზე თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

ხატიაშვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობა, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-რეალიზაცია. აღნიშნული დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძებნილი არგენტინაში 6 ივნისს, ესიზას საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საფრანგეთიდან ჩაფრინდა. საზღვრის კვეთისას მან ვიზიტის მიზნად „დროებითი ბინადრობა/ტურისტი“ მიუთითა. იმ მომენტში ქართული მხარის მიერ ინტერპოლში გაგზავნილი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ იყო ასახული საერთაშორისო ბაზაში. წითელი ცირკულარი დაკავებულის ფოტოთი და ბრალდების დეტალებით მხოლოდ 9 დღის შემდეგ გამოქვეყნდა.

არგენტინელმა სამართალდამცველებმა, საჯარო და კერძო მონაცემთა ბაზების გაანალიზებითა და სოციალური ქსელების მონიტორინგით, ძებნილის ადგილსამყოფელს მიაგნეს. იგი იმ ბინის შესასვლელთან დააკავეს, რომელიც დროებითი გაქირავების პლატფორმის საშუალებით ჰქონდა დაქირავებული. ბინის მფლობელის ჩვენებით, ხატიაშვილმა საცხოვრებელი თვეში 1 300 აშშ დოლარად ოქტომბრამდე იჯარით აიღო.

ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ქართულენოვანი პასპორტები და დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ყალბი საბუთების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ასევე ამოღებულია ნოუთბუქი და მობილური ტელეფონი.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების თანახმად, დაკავებული ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც აშშ-ში ემიგრაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ეხებოდა. თანამზრახველებთან ერთად იგი სოციალური ქსელების მეშვეობით არჩევდა მსურველებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ საიმიგრაციო მომსახურებას სთავაზობდა.

თაღლითური სქემით მიყენებულმა ფინანსურმა ზარალმა, სულ მცირე, 100 000 აშშ დოლარი შეადგინა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა საიმიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდა, ხატიაშვილი და მისი ჯგუფი მოქალაქეებს კოსმეტიკურ/საიმიგრაციო მომსახურებას კანადის ვიზების მიღების მიმართულებითაც სთავაზობდნენ.

ამჟამად დაკავებული პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება. ფედერალურმა მოსამართლე მარსელო მარტინეს დე ჯორჯიმ საქართველოს მხარის მიერ მოთხოვნილი ექსტრადიციის პროცედურები უკვე დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325