დაკავებულ პოლიციელებს ჯგუფურ ძალადობაზე ბრალი წარდგენილი არ აქვთ: საქმეში არ დევს სამხრე კამერის ჩანაწერები - მედია
კრიმინალი • 1780062130
გახდა თუ არა გორში ნაცემი მამაკაცი ჯგუფური ანგარიშსწორების სამიზნე? - საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურად არ მომხდარა და ამ ნაწილში ბრალის დამძიმებას არ უნდა ველოდოთ.
დღევანდელი პროცესის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა, მიხეილ ბერიაშვილმა თქვა რომ დაკავებული პოლიციელების ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. რაც შეეხება ადგილზე მყოფ სხვა პირებს, გამოძიებსი დასადგენია, ჩაიდინეს თუ არა მათ რაიმე სახის დანაშაული.
გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის. რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი გარკვეული არის, თუმცა იქ მყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე დანაშაული, ეს არის გამოძიების დასადგენი საკითხი.
6 ბრალდებულს რაც აქვს წარდგენილი ბრალად, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, ეს დანაშაული ცალკე აღებული ჯგუფს არ ითვალისწინებს, როგორც დამამძიმებელ გარემოებას. თვითონ კანონშია ასე მუხლში. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა ბრალდებულების ბრალეულობის ხარისხს რასაკვირველია ამძიმეს, თუმცა რაც შეეხება იმას, ჯგუფურად რატომ არ აქვთ წარდგენილი, გეუბნებით, რომ ეს მუხლი ამას არ ითვალისწინებს.
ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შესაბამისად, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას.
საქმის პროკურორს დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, არსებობს თუ არა ნაცემი კაცის, პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება, ან თუ დევს საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები.
მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ საქმეში დევს მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული კადრები, ის რაც ტელეფონით იქნა გადაღებული.
- ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ დაშავებულია პოლიციელი, რომელსაც ქავა აქვს მოხვედრილი (პაპუნა ლოცულაშვილსიგან)
პოლიციელიც დაშავებული არის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული პირების ჩვენებებში ამაზე საუბარი არის.
შემთხვევის ადგილზე მომხდარი არის აღბეჭდილი მხოლოდ იმ პირების გადაღებული სატელეფონო ჩანაწერით, რომლებიც წარმოდგენილი არის სისხლის სამართლის საქმეზე.
ამის შემდეგ საქმის პროკურორს "პირველებმა" ჰკითხა, მაშინ რაზე დაყრდნობით საუბრობს შს მინისტრის მოადგილე, რომ დაზარალებულმა ლოცულაშვილმა მიაყენა პოლიციელის დაზიანება.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ალექსანდრე დარახველიძის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა, თქვა, მხოლოდ ის, რომ ფაქტზე გამოძება მიმდინარეობს.
მტკიცებით რეჟიმში ან რამე დასტურდება, ან არ დასტურდება ამაზე ხომ არ მითქვამს არაფერი. პროკურატურაში ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს... მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ახალს ვერაფერს გეტყვით, რომ ამ ფაქტზე გამოძება გრძელდება", - განაცხადა პროკურორმა.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










