დაკავებულია 62 წლის კაცი, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეთა შორის იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
კრიმინალი • 1756879853
შსს-ს განცხადებით, დააკავა პირი, რომელიც 2 სექტემბერს აქციის მონაწილეთა შორის იარაღით გადაადგილდებოდა. უწყების ცნობით, 62 წლის კაცის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. ასევე, უწყება წერს, რომ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია წყების განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს, ანა აკობიანს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა აკობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მისი და პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო ქორწინება დასრუ...
მსოფლიო • 1771320444
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236












