დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად მიქაძეს კი ახალი ბრალდება წარედგინება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.

„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, - განაცხადა დარახველიძემ.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. ყოფილ სპეცრაზმელს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

 

მათგან კი სამი - გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163