დაკავებულია მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი, 20 წლის ქართველი მიხეილ ჩხიკვიშვილი
კრიმინალი • 1721231492
ამერიკაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც ბრალად ედება სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის ქმედებები. ჩხიკვიშვილი, ცნობილი როგორც “მეთაური ყასაბი”; “მიშკა” და “ყასაბი” 20 წლისაა.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია – ასევე ცნობილია როგორც Maniacs Murder Cult, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას და ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის “არასასურველად” მიიჩნევს
“როგორც ნავარაუდოებია, ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით”, – თქვა შეერთებული შტატების პროკურორმა პისმა.
2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაემგზავრა და იქ ყოფნისას ბებიასთან რჩებოდა, მან სასაზღვრო ორგანოებს მიაწოდა ბებიის მისამართი ბრუკლინში, როგორც მისი მისამართი შეერთებულ შტატებში.
უწყება ამბობს, რომ სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით – ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ იყო MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი, მაგრამ ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ ის სინამდვილეში FBI თანამშრომელი იყო.
დაახლოებით 2023 წლის ნოემბრიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი სთხოვდა აღნიშნულ პირს, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით.
“2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს. სქემა მოიცავდა ინდივიდს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას”, – წერია განცხადებაში.
გამოძიება ამბობს, რომ ჩხიკვიშვილმა შეადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია სქემის განსახორციელებლად და გაუზიარა FBI-ის თანამშრომელს დეტალური სახელმძღვანელოები სასიკვდილო საწამლავებისა და გაზების შექმნისა და შერევის შესახებ. გამოძიების ცნობით, ჩხიკვიშვილის მიერ გადაცემული მასალების ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და დასახელებულ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (ISIS).
აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა იმაზე დიდი, ვიდრე 2011 წელს, ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა. ის ამბობდა, რომ ადრე ჩაიდინა სხვა სიძულვილის დანაშაულები, როდესაც ცხოვრობდა ბრუკლინში, ნიუ-იორკში 2022 წელს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272
"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...
პოლიტიკა • 1776686148











