დაკავებულია ორი პირი - მათ ნორვეგიიდან ყაზახეთში მიმავალი ტრაილერებიდან 1,1 მილიონი ლარის ღირებულების თევზი გადმოტვირთეს და მიითვისეს
კრიმინალი • 1757575517
დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ნორვეგიიდან ყაზახეთში მიმავალი ტრაილერებიდან 1,1 მილიონი ლარის ღირებულების თევზი გადმოტვირთეს და მიითვისეს | ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს: "საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, წინასწარ შემუშავებული სქემით, ნორვეგიიდან ყაზახეთის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი დალუქული ორი ტრაილერიდან, განხორციელდა 1 144 716 ლარის ღირებულების თევზის საქართველოში გადმოტვირთვა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ცარიელმა ტრაილერებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანის მიმართულებით, საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, თითქოს ხდებოდა ხსენებული თევზის ტრანსპორტირება.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით" | წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










