დანაშაულებრივი ჯგუფი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე განხორციელებული მანიპულაციებით 700 000 ლარამდე თანხას უკანონოდ დაეუფლა - საგამოძიებო სამსახური

ლოგო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებგვერდზე განხოციელებული მანიპულაციებით ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას უკანონოდ დაეუფლა. უწყებამ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი.

გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 აშშ დოლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944

პოლიცია ლენტი
13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

შემთხვევა 1781236840

დავით-თარხან-მოურავი
„საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას“ - დავით თარხან-მოურავი

"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...

პოლიტიკა 1781186174