დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ქობულეთში - მოკლულია 21 წლის ბიჭი
კრიმინალი • 1660464291 1333

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულს წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
"ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის... წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. ტელეფონი მოუპარიათ და იმის გამო მოხდა. გორელია ის, ვინც მოკლა. ის დაკავებულია", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს

გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმ...
შემთხვევა • 1696271460

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...
კრიმინალი • 1696270347

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...
პოლიტიკა • 1696269540

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481