დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ თბილისში 5 პირი დააკავა

პატრული

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავეს.


დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.


ასევე, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული დ.დ., რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა.


პოლიციამ, დაკავებული დ.დ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 სანადირო თოფი, 8 მჭიდი, 5 636 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღო.


სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1978 წელს დაბადებული დ.ბ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტი, 9 ვაზნა და 1 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.


ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1992 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ნ.დ.-ს და 1981 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „A.T.C MOD 5“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827