დიდი სპეცოპერაცია - თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული, დაკავებულია 21 პირი
კრიმინალი • 1739779510

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 21 პირი.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯავშანჟილეტები ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა, მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1988 წელს დაბადებული გ.თ . - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 16 ვაზნა და მჭიდი.კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1950 წელს დაბადებული მ.ხ., 1979 წელს დაბადებული ქ.წ., 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ხ., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1959 წელს დაბადებული ნ.კ., 1966 წელს დაბადებული გ.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1948 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 7 მჭიდი, 591 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ. დააკავეს.პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღო.აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი - 1991 წელს დაბადებული ბ.წ., უცხო ქვეყნის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ა., წარსულში ნასამართლევები:1993 წელს დაბადებული მ.ქ. და 1975 წელს დაბადებული ე.თ. სხვადასხვა დროს დააკავეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ამასთან, ბ.წ.-ს და მ.ქ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა.იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ს. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ტყვიამფრქვევი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, დამბაჩა, 2 მჭიდი და 69 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი.რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968641