ძალადობა და მუქარ - დაკავებულია სამართალდამცავი

ლენტიი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა. გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp"-ით  ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის  შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის 10 აპრილს,  სამართალდამცავი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“პოლიტიკის ხიბლიც მაგაშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მომწონს, როცა “რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპება” პარტიები, ერთმანეთს ასწრებენ შინაარსზე შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნას 🚬 პოლიტიკის ხიბ...

სოცმედია 1716778562

ვიზიონერის მონაცემები
26 მაისს, მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - Visioner-ის მონაცემები

 Visioner-ის ცნობით, 26 მაისს მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს. "დღეს ერთ-ერთი ყველაზე...

პოლიტიკა 1716778398

ვაშაძე
„მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე "ქართულ ქარტიაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი ფირქობს, რომ გამარჯვების მიღწევა სწორედ დიდი ერთიანობით არის შესაძლებელი.   „ვფიქ...

პოლიტიკა 1716778280

ენმ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდდბა პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” - ამის შესახებ განცხადება პარტიის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელე.   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მ...

პოლიტიკა 1716778198

ჯაფარიძე ხოშტარია
"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ხელს აწერენ "ქართულ ქარტიას"

"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ხელს ვაწერთ "ქართულ ქარტიას," - ორი პარტია განცხადებას ავრცელებს. ისინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შექმნილ "ქართულ ქარტიას" მიესალმებიან.   "პარტიებ...

პოლიტიკა 1716778111

თურქეთი ავარია
დაიღუპა 10, დაშავდა 39 ადამიანი - თურქეთში საერთაშორისო ავტობუსი სამ მანქანას შეეჯახა

თურქეთში, მთავარ გზატკეცილზე, საერთაშორისო ავტობუსი სამ მანქანას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე ათი ადამიანი, დაშავდა 39. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაიამი ავრცელებს.   იერლიკაი...

მსოფლიო 1716778031