კრიმინალი • 1741762759
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით,
მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.
მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით აგრძელებს.
სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამუნას ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც მის ოჯახს არ აქვს. "ძალიან გთხოვთ მიიტანოთ ჩემი შვილის გასაჭირი გულთან...
საზოგადოება • 1742233840
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს. წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...
კრიმინალი • 1742222482
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...
მსოფლიო • 1742222234
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი