ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა... - რა შემზარავი ამბავი მოხდა წლების წინ ჩოხატაურში
კრიმინალი • 1713754033

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა.
„1984 წელს ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში გაუგონარი ამბავი მოხდა. ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონა დაორსულდა, ბავშვი თბილისში გააჩინა და სამწუხაროდ მას საშვილოსნო ამოაჭრეს. გოგოს ბავშვის სახლში წაყვანა უნდოდა, მაგრამ დედის კატეგორიული მოთხოვნის და ჩხუბის შედეგად, მან შვილი სამშობიაროში დატოვა. ჩატარდა არაერთი სასამართლო, სადაც დედის მოთხოვნით მოძალადედ დამ ძმა დაასახელა.
სამწუხაროდ ისტორიის დასასრული არ ვიცი, მაგრამ 39 წლის შემდეგ მინდა გითხრათ ყველას, ვინც ეს ისტორია იცით და მთელი ამ დროის განმავლობაში ძმას ლაფში სვრიდით.
სინამდვილეში გოგონა უფროსმა მამაკაცმა, მეზობელმა გააუპატიურა, და-ძმას ცხოვრება გაუუბედურა და თვითონ მშვიდად დაპარპაშებს. დედის საქციელზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ. ძმა უდანაშაულოა“, - წერს თამუნა მუსერიძე.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358