„ეჭვი, რომ იარაღი შეუცვალეს, თავად შალვა ტიბუას აქვს“ - ლაშა ბასლანძის სკანდალი
კრიმინალი • 1757417521
"დაზარალებულად ცნობილი ჯერჯერობით არავინაა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ არიან თვითმხილველები, რომელთაც მომხდარი გადაღებული აქვთ. ამასთან, თვითონ რესტორანი იყო სამეთვალყურეო-სათვალთვალო კამერით აღჭურვილი, ეს ჩანაწერიც არის ბრალდების მხარესთან. იმ მტკიცებულების გადაწერა, რომელიც დარბაზში მომხდარს ასახავს, მხარემ მოახერხა, თუმცა, როცა პოლიციაში მესაკუთრე და სხვა პირები გამოსაკითხად გადაიყვანეს, მტკიცებულებების განადგურება მოხდა - ვისგან, ამას გამოძიება დაადგენს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია.ასევე, ინციდენტის შემდეგ, სალაროდან დაკარგულია ფული - 9 000 ლარი... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, ანალოგიური რამ მე რომ ჩამედინა, შეიძლება გირაო სახვეწარი მქონოდა, ციხის კარებს მაინც მაჩვენებდნენ, „ციმბირი სამჯერ მექნებოდა მოკრუგულიო.რესტორანში იარაღით შესვლა მეორე მხარის მიერ ხდება, მერე თქვა, რომ ეს სათამაშო პისტოლეტი იყო. „ქვევრის“ დაცვის თანამშრომელმა, რომელიც შალვა ტიბუას მიერ არის დაქირავებული, საკონტროლო გასროლა მოახდინა, ვინაიდან ვერავინ გააჩერა ის [ბასლანძე]. როგორც შალვა ტიბუამ თქვა, ეს სათამაშო პისტოლეტი არ იყო. დღეს უნდა წავიდეთ განყოფილებაში, იარაღის ამოცნობა უნდა ჩატარდეს, რამდენად შეესაბამება ის იმ იარაღს, ვიცით რა ნიშნებიც ჰქონდა მასასეთი ეჭვი [რომ იარაღი შეუცვალეს] თავად შალვა ტიბუას აქვს. ამის საფუძველს იცით რა გვაძლევს? ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, როგორ მიდის ერთ-ერთი პირი ლაშა ბასლანძესთან, როგორ ართმევს ამ იარაღს და როგორ მიაქვს. სათამაშო პისტოლეტს დამალვა არ სჭირდება, ხომ მართალი ვარ? შემდეგ „იარაღი“ „შემთხვევით“ იპოვეს - ეს „შემთხვევით პოვნაც“ საოცარი ამბავია, ის სადღაც, მაგიდის ქვეშ შეგდებული ნახეს. ასე იარაღს არავინ კარგავს“, [IPN] | ამბობს რესტორან „ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატი თამარ აბესაძე . 7 სექტემბერს, გამთენიისას, რესტორან ქვევრში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის მეწილემ ლაშა ბასლანძემ კიდევ ერთ მეწილეს, შალვა ტიბუას სცემა და უმისამართოდ ისროლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ლაშა ბასლანძის ადვოკატისდ თქმით, ყველაფრის დალუქვა ადგილზევე მოხდა: "ყველაფრის დალუქვა ადგილზე მოხდა, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვინმემ რამე შეცვალა, ეს არის კონსპირაციის თეორიები. ამ დღეებში მუსირებს აზრი, რომ ლაშა ვიღაცასთან დაახლოებულია, აბსოლუტურად არავინ არაფერ შუაშია, ლაშას მისი ავტორიტეტი გააჩნია და ის ინციდენტი, რაც მოხდა, ყოფით, ადამიანურ რაღაცას უკავშირდებოდა, რომელიც სალაპარაკო არ არის... ყველამ იცის, რომ ლაშა ბასლანძე არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველას პატივი სცეს, „ქვევრი“ მის სახელს და გვარს, მის ოჯახს უკავშირდება. ბუნებრივია, ესეც სადაო არ არის, შესაბამისად, იმ დღევანდელ ინციდენტს კავშირი სხვა რამესთან არ აქვს“ [IPN] | ამბობს ბასლანძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502
სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984
უცხოურ ვალუტაში ხარჯები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, საერთაშორისო შენაძენებთან, ბიზნეს საქმიანობასთან ან სხვა ყოველდღიურ საჭიროებებთან. თუ შემოსავალს ლარში იღებთ, ხოლო გარკვ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469140









