ეს ვიდეო ბავშვებს არ ანახოთ - 22 წლის ბიჭი წამებით საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა სამჯერ ნასამართლევმა პირმა მოკლა

22 წლის ბიჭის მკვლელი

"გოჩამ გადმოათრია დივნიდან თავი არტყმევინა მეტლახზე, თაზომ დაიწყო ხროტინი, მერე კიდევ ცემა, წინააღმდეგობას ვერ უწყევდა ხელები ჰქონდა აფარებული, კრიჭა შეეკრა ხროტინი დაიწყო და მოკვდა"- მოპოვებულია ვერონიკა კაპანაძის ჩვენება. ქალის, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის და წამების ფაქტს  საკუთარი თვალით უყურა, მაგრამ არც პოლიციაში და არც სასწრაფოში არ დარეკა.

 

აღიარებითი ჩვენება ქალმა პოლიციას მხოლოდ ორი დღის შემდეგ მაშინ მისცა, რაც  დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ვერონიკა კაპანაძემ საგამოძიებო უწყებას უთხრა, ისიც რომ 22 წლის თაზო გიორგი პაპაშვილმა მოკლა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის გიორგი პაპაშვილი ახლა ძებნილია - 36 წლის კაცი მეგობრის მკვლელობის  შემდეგ საქართველოდან გაიქცა.

"შაბათის გუნდმა" დაადგინა, რომ ის მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი და წესით ახლაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ციხეში უნდა იჯდეს.

 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება,  რომ მკვლელობაში

 

ბრალდებული გიორგი პაპაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით თეთრიწყაროში 2020 წელს დააკავეს, გაასამართლეს მაგრამ ციხე ერთ წელიწადში პროკურატურის შეღავათების საფუძველზე

 

დაატოვა - საპროცესო გაუფორმეს და 4 წელი პირობითი მსჯავრი დააკისრეს.

გიორგი პაპაშვილზე ახლა  საქართველოშიც და თურქეთშიც ძებნაა გამოცხადებული. მასთან ერთად სამართალდამცველები ეძებენ 30 წლის  ბაირამ ალი გუსეინოვსაც. მეშაურმეს, რომელიც  პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს 20 წლის  ლუკა გვენეტაძესთან, 21 წლის  ვერიკო კაპანაძესთან და 20 წლის  საბა რობაქიძესთან ერთად უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით  მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად  დატოვა.

რა მოხდა მკვლელობის დღეს ორთაჭალაში?
22 წლის თაზო მთივლიშვილი  წამებით მისივე დაბადების დღეზე მოკლეს. თაზო, საბურთალოზე ერთ-ერთი საშაურმეში მოლარედ მუშაობდა, აქვე იყო დასაქმებული ამ საქმის კიდევ სამი ფიგურანტი. კიდევ ერთი დაკავებულის, საბა რობაქიძის ჩვენებიდან ირკვევა: 

 

2025 წლის 1 იანვარს საშაურმეში, გოჩა, იგივე გიორგი პაპაშვილი გამოჩნდა, ის აქ დასაქმებულ ახალგაზრდებს შავი სამყაროს  წარმომადგენლად გაეცნო, უთხრა, რომ ე.წ. ქურდული საერთოსთვის  ფული ყოველ თვე უნდა გადაეხადათ, თუ მშვიდად მუშაობის და ცხოვრების სურვილი ჰქონდათ.
იმისთვის რომ ქურდული საერთოში ფული ხელფასიდან არ ეხადათ გიორგი პაპაშვილმა მათ, სქემა შესთავაზა: მომხმარებელს, რომელიც შაურმის საფასურს ნაღდი ფულით იხდიდა, სისტემაში არ ატარებდნენ, დღის ბოლოს კი ფული კი გოჩა გიორგი პაპაშვილთან მიჰქონდათ. 
„შაბათი ეთერის „ ინფორმაციით, თაზო მთივლიშვილის მკვლელობაც სწორედ ე.წ. ობშიაკის განაწილებას მოჰყვა  - გოჩა პაპაშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ მოკლულს, მასთან მოპარული ფული სრულად არ მიჰქონდა.

 

ჩვენებებით დასტურდება, რომ 22 წლის ბიჭმა  პირველი ცემის დროს გონება დაკარგა, რის გამოც თვითმხილველების ცნობით, საძინებელ ოთახში გაიყვანეს, თუმცა  პაპაშვილმა ის უკან  ოთახში გამოიყვანა და წამება გააგრძელა.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136