ფარცხალაძეს ძებნა ცხადდება

პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ყოფილ მთავარ პროკურორს უვადოდ ციხეში გაშვებას უპირებს. რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვზე ძებნა ინტერპოილით წითელი ცირკულარით ცხადდება. 10-თვიანი გამოძიების შემდეგ, ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად, დამკვეთად დაასახელეს. გელა გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ ფარცხალაძეს და კანონიერი ქურდის ძმას ბიზნესის გამო დაპირისპირება ჰქონდათ, ამის გამო ფარცხალაძე რომანოვმა, ძმები მიქაძეების კრიმინალურ დაჯგუფებას კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შეუკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ბრიფინგით დაადასტურა ის, რასაც თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ბიზნესმენის ოჯახი თვეებია ამბობს. მკვლელობას ჰყავდა შემკვეთი და საქმე ბიზნეს დავას ეხებოდა, საუბარია რუსეთში სიგარეტის ტრანზიტზე.

რა იქნება ახლა, ოთარ ფარცლხაძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით რუსეთის აგენტი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული პირია. მას აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი. ამიტომ მისი დაკავების და საქართველოსთვის გადმოცემის შანსი მცირეა. ახლა ერთადერთ რაც შეიძლება მოხდეს, თბილისმა მოსკოვს ფარცხალაძის დაკავება და რუსულ ციხეში ჩასმა სთხოვოს.

ოთარ ფარცხალაძე ახლა მოსკოვშია, 2022 წლის შემდეგ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მალავე კი გვარიც შეიცვალა და რუსეთის სამეფო გვარის რომანოვების წარმომადგენელი გახდა. ფარცხალაძე რუსეთში სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესის მფლობელია. მას დღეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ის დიდი ხანია საქართველოში აღარ იმყოფება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძე-რომანოვის საქმე გამოგონილია.

ოთარ ფარცხალაძესთან კავშირებზე არ საუბრობენ შეკვეთილი მკვლელობის სხვა ფიგურანტები. ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები, რომლებსაც გამოძიება ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებას ედავება, ამტკიცებენ, რომ დანაშაულებრივი კავშირი ბრალდებულებს და ყოფილ გენერალურ პროკურორს შორის არ ყოფილა. ოთარ ფარცხალაძე "ქართლი ოცნებისთვის" მხოლოდ ყოფილი მთავარი პროკურორი არ არის, ის ივანიშვილების ოჯახის ნათესავია და წლები ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენად სახელდებოდა. ფარცხალაძეს როგორც ბიზნესის რეკეტიორს ხელს არაერთი პირი ადებდა. საქართველოს პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს მხოლოდ ორი თვით ებარა, დანიშვნიდან მალავე გასკდა სკანდალი, რომ ის ბოტასების ქურდობის გამო გერმანიაში იყი ნასამართლევი რის გამოც გადადგა. ოთარ ფარცხალაძემ "ქართული ოცნების" მმართველობის წლების მილიონერად იქცა, ის ერთადერთი ადამიანია ვისაც, ეკლესიაც კი კერძო საკუთრებაში აქვს გაფორმებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400