ფონიჭალაში მუსლიმთა შეიხი დაჭრეს

შეიხი

ფონიჭალაში მუსლიმთა შეიხი დაჭრეს - ახალგაზრდა კაცს მძიმე  ჭრილობები დანით  მიყენეს და სახე დაუსერეს. ვიდად ქურბანოვი  "ტვ პირველთან" პირველ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მისი მკვლელობა ნათესავმა ცადა.

მისივე მტკიცებით, დეიდაშვილმა ჯერ მოტყუებით მიტოვებულ ტერიტორიაზე წაიყვანა, იქ შეიარაღებული ბანდა  დაახვედრა  და სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო.

ვიდად ქურბანოვი ამბობს, რომ თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა პოლიციამ იცის, თუმცა არავინ დაუკავებიათ.  თავისუფლებზე არიან ის პირებიც, ვინც  სავარაუდო დანაშაულის  თანამონაწილეა. დაზარებული ვარაუდობს თავდამსხმელებს ხელს აფარებენ.

 

ქურბანოვი ამ დრომდე "ინგოროყვას" სახელობის კლინიკაში რჩება, მას გადაიდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 

"პირველების" რესპოდენტი სისხლიან ანგარიშსწორების მოტივად შურისძიებას ასახელებს - მისი თქმით, დეიდაშვილი მას 2020 წელს მომხდარ კონფლიქტს უმეორებდა.

 

საქმე მაქვსო, შემთხვევის ადგილზე ჩემი დეიდაშვილის მანქანით მივედით, იქ სხვა პირებიც დამხვდნენ... მეუბნებოდა, რომ თითქოს მე მას რაღაც ცუდად ვუთხარი, ცუდად ვისაუბრე მასზე და მის ოჯახზე. 2020 წლის ამბავიაო მითხრა, მაგრამ მსგავსი რამ მე არ მახსოვს.

 

თავდასხმა იყო დაგეგმილი, რადგან ისეთ ადგილზე მიმიყვანეს, სადაც კამერები არ არის"- ამბობს "პირველებთან" 41 წლის შეიხი. სრულიად საქართველოს მუსლიმთა საზოგადოების რელიგიის მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ორგანიზებული თავდასხმის მსხვერპლია, დამნაშავეები კი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675