ფოთში 47 წლის ქალის მკვლელობის ახალი დეტალები - 4 შვილის დედა ქმარმა გაგუდა
კრიმინალი • 1792934715
ფოთში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 4 შვილის დედის, აფხაზეთიდან დევნილი 47 წლის იდა ყალიჩავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე, 50 წლამდე ასაკის ზაზა კარბაია დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა მეუღლე, სავარაუდოდ, ჯერ მძინარე ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. „პირველების“ ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
დილის საათებში ბრალდებულმა თავად დარეკა „112“-ში და სამართალდამცველებსა და ექიმებს არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად, გაზის გაჟონვის გამო გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მკვლელობის ადგილზე მუშაობა ჩაატარეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ გამთენიისას შეიტყვეს. ისინი ოჯახს დადებითად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგიათ. ოჯახში მალე ქორწილი იგეგმებოდა.
„ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია. აზრზე არ ვარ, რა დაემართათ. ხმაც არ გაგვიგია... ქორწილი უნდა ჰქონოდათ ახლა, გოგო გაუთხოვდათ“, — აცხადებენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










