„ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური საქმე გავხსენით – €545 784-ს მოტყუებით დაუფლება“ - პროკურატურა

პროკურატურის შენობა თბილისში


პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური საქმე გახსნეს - უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ.

 

გამოძიების მიხედვით, 2022 წელს ბრალდებულთან დაკავშირებული პირები ესპანეთში ერთ-ერთ საწარმოს მისი კონტრაქტორი კომპანიის მსგავსი მეილით დაუკავშირდნენ და ყალბი ინვოისის საფუძველზე 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხვინეს.

 

ფულის გათეთრების მიზნით, კი თანხები ნაწილ-ნაწილ გადარიცხეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში ოპერირებად საწარმოს კონტრაქტორი კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ და რეალურთან მიმსგავსებული ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ჯამში 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნულის შემდეგ, ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე. მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი - 184 353 ევრო, ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოში, ბრალდებულის მიერ დაფუძნებული და მის გამგებლობაში არსებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა.

ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, კონვერტირებული იქნა აშშ დოლარში და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ბრალდებულ იურიდიულ პირს - ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624