გახდა თუ არა 15 წლის ბიჭის მიერ 50 წლის კაცის მოკვლის საბაბი სექსუალური ძალადობის მცდელობა
კრიმინალი • 1780826242
50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭის ადვოკატის ინფორმაციით, არსებობენ მოწმეები, სხვა არასრულწლოვანები, რომლებზეც მოკლულმა კაცმა წარსულში სექსუალური ძალადობა სცადა
"შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, ბრალდებულის ჩვენებით, სავარაუდოდო, ექსპერტიზის დასკვნითაც გამოჩნდება ის სურათი, რომ ნამდვილად არ იტყუება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნამდვილად უდანაშაულოა... ამას სხვა არასრულწლოვანებიც ადასტურებენ, რომლებიც ასევე იყვნენ მსხვერპლი მისი ძალადობრივი მოქმედებების და მათთანაც ჰქონდა მცდელობა [მოკლულს], დაემყარებინა სქესობრივი ურთიერთობა. ერთ-ერთი მოწმე, როგორც ვიცი, თანახმაა ყველას წინაშე წარსდგეს და ისაუბროს თუ როგორ შეძლო და დააღწია თავი" | განუცხადა 15 წლის მოზარდის ადვოკატმა ჟურნალისტებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვს და აცხადებს, რომ თავად მოზარდისთვისაა საჭირო სრულ იზოლაციაში ყოფნა.
დაკავებულს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია.
მკვლელობა რუსთავში 5 ივნისს მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის კაცმა არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა და ბავშვი თავს იცავდა. დანაშაულის იარაღი სამზარეულოს დანაა. ოჯახის წევრების თქმითვე არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის კაცი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და რუსთავში ბინა იქირავა. ის გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











