განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
კრიმინალი • 1674565451 170

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 იანვარს, ქ.თბილისში ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებული და სუპერმარკეტ „ბესტ მარკეტის“ მოლარე ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 23 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617

30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი - ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელ...
პოლიტიკა • 1674996482

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს, კორონავირუსით ინფიცირებიდან მე-7 დღეს, მას ტემპერატურული რეაქცია აღენიშნებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა საჭმლის მიუღე...
პოლიტიკა • 1674996388