განზრახ მკვლელობის მცდელობა - დაკავებულია 4 პირი
კრიმინალი • 1752478000
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს.
"დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ა.ს. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული ნ.ვ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ა." - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკებას ფიზკური დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტის მოგვარების მიზნით ბრალდებული თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა საცხოვრებელ სახლთნ, სადაც განმეორებით დაპირისპირებას ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა მოჰყვა. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ვ.ა-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ვ.-ს.
წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ნ.ვ., თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორისაც იმყოფებოდა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული რ.კ, ვ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, ვ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც რ.კ დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა რ.კ.-მ ტერიტორია მის ძმისშვილთან - ნ.ა.-თან ერთად დატოვა, რომელიც ასევე დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, 1980 წელს დაბადებული ა.ს-გან ამოიღეს ნივთმტკიცების სახით, რომელიც ასევე დაკავებულია როგორც ბრალდებული პირი.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები." - განაცხადა შსს-მ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს, ანა აკობიანს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა აკობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მისი და პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო ქორწინება დასრუ...
მსოფლიო • 1771320444
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236












