განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს გადმოსცეს

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.პ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და ძალადობა განახორციელა მის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა.აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გირჩი
"გირჩი" სახელს იცვლის და "თავისუფალი ხალხის პარტიას" ირქმევს

„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...

პოლიტიკა 1788767700

პატრული
დაპირისპირება მესტიაში: არასრულწლოვნების ჩხუბი უფროსების ჩართვით, დაჭრითა და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა

მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...

კრიმინალი 1788763800

ზოდიაქო
7 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...

ეს საინტერესოა 1788724860

დონალდ ტრამპი თმა
აშშ-ის პრეზიდენტმა იმიჯი შეიცვალა - ტრამპი ყავისფერი თმით გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...

ეს საინტერესოა 1788719097

კულუმბეგოვი  სიმსივნის მკურნალობა
"კიბოს მკურნალობის გასაღები" - ბიძინა კულუმბეგოვი ნობელიანტი მეცნიერების აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...

ჯანმრთელობა 1788715982

გიგა ავალიანი ეკა კუპატაძე
„მე ისევ აქ ვარ!“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საქმის დეტალებსა და ბრალდებულებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...

საზოგადოება 1788700251