გასულ 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს - კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება
კრიმინალი • 1791014305
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.
დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.
სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას." - განაცხადა დავით კიკნაძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









