,,გათხოვილ ქალთან სქესობრივი კავშირის დროს, ფარულად გადაიღო ვიდეო და კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა“ - დაკავებულია 46 წლის კაცი

პოლიცია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე  დაკავებულია 1978 წელს დაბადებული პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში  ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა. 

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200