„გეპეის“ თანამშრომელი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს - პროკურატურის განცხადება
კრიმინალი • 1653467894 693

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა.
გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება. აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს.
მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310