გლდანის ციხეში პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს - გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა

გლდანის ციხე

,,ბოლოს როდესაც ვნახე ეგორი, მითხრა, რომ თუა შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა. მე არ ვიცი, ეს რის გამო მთხოვა მან" - ეს გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ეგორ გრეგენკოს ბოლო თხოვნაა, რომელიც მან  თავის უფლებადამცველს, ჯაბა კოჭლამაზაშვილს სთხოვა თუმცა, უფლებადამცველმა არ იცის რის გამო იყო განპირობებული მისი სურვილი. 

გრეგენკოს ცხედარი, საკანში დღეს 24 ნოემბერს ბადრაგებმა იპოვეს თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე ამ დროისთვის არავინ საუბრობს. 

გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქის ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც მომხდარი გახმაურდა, მას სურდა ციხის ტერიტორიაზე შესულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა. 

,,მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურიდან და  მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა და მეკითხება ასეთ რაღაცას, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო. მე ვითხოვე კატეგორიულად, რომ მოეცათ ჩემთვის ნება, შევსულიყავი და დავსწრებოდი დათვალიერებას. დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. შემოვედი, ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა, - აცხადებს ჯაბა კოჭლამაზაშვილი.  

საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316