"იარაღი მაქვს..." - ფაილების მიხედვით, ლოთქიფანიძე მზად იყო, მელაშვილი "ტაბელური იარაღით კედელთან მიეყენებინა"

მელაშვილი

სუს-ის საიდუმლო მასალებიდან ცნობილი ხდება ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეზეც  - 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში დავითგარეჯის საქმეზეც არის ლაპარაკი.

1-ლი თებერვლით დათარიღებულ ფაილში ნათქვამია, რომ დავითგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ესაუბრება მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილს და გამოხატავს უკმაყოფილებას ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების გამო.

ფაილებიდან ისიც ირკვევა, რომ პრორუსული ორგანიზაციის, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მზად იყო, "ტაბელური იარაღით კედელთან მიეყენებინა" ივერი მელაშვილი. 

"მე ტაბელური იარაღი მაქვს, ოთხი მჭიდით და მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში" - აცხადებს გავრცელებული ფაილების თანახმად, ლორთქიფანიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთან საუბრისას. 
ოპერატიული ცნობის თანახმად, ქართული შეირაღებული ძალების მაღალჩინოსანს ლორთქიფანიძესთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართველიშვილმა აცნობა, რომ მ/წ 30 იანვარს იმყიფებოდა დავით გარეჯის მონასტერში. სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებთან ერთად. დ. ქართველიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (სცანები) ემუქრებიან ი. მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, დ. ლორთქიფანიძემ განაცხადა - არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს, 4 მჭიდით, მზად ვარ, ჩემი ხელისთ მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში"- წერია დოკუმენტებში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855