იმერეთში მიწების მოტყუებით დაუფლების გამო 9 პირი, მათ შორის ერთი მოქმედი და ორი ყოფილი მოხელე, პასუხისგებაში მისცეს

დაკავება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 9 პირი მისცეს.

უწყების ცნობით, მათგან 2 ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელე იყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.

ასევე დადგენილ იქნა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას.

გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900