ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

ნარკოტიკები

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე პოლიციამ თბილისში 34 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა დამნაშავე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ა.ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. სამართალდამცველებმა ა.ს. ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 157 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ამავე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გომელაური
ვახტანგ გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს

გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს - ამის შესახებ მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ა...

პოლიტიკა 1713522865

კალაძე
„არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია - კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი“ - კახა კალაძე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შე...

პოლიტიკა 1713522805

ხავიერ კოლომინა
“ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას” – კოლომინა

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და წერს: “საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა...

პოლიტიკა 1713522645

მედვედევი
„მედვედევს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უსიტყვოდ არ მოგვწონს“ – “ოცნების” დეპუტატის შვილი

მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2 – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი, ირო ცაგარეიშვილი რუსეთის უშიშროების საბ...

სოცმედია 1713522593

პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727