იტალიაში ერთ კვირაში 5 ქართველი დააკავეს
კრიმინალი • 1764241000
მხოლოდ ერთ კვირაში, იტალიის ორ სხვადასხვა რეგიონში (ლაციო და უმბრია), სამართალდამცველებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ერთი ჯგუფი სპეციალური მოწყობილობით პარფიუმერიის მოპარვას ცდილობდა, მეორე კი ნაქირავებ მანქანაში უამრავი ნაძარცვი საკვები პროდუქტით დააკავეს.
პარფიუმერიის ქურდობა Jammer-ით (26 ნოემბერი)
26 ნოემბერს, რომის მახლობლად, Valmontone Outlet-ში, კარაბინერებმა საქართველოს სამი მოქალაქე (25, 34 და 37 წლის) დააკავეს. მათ ბრალი ედებათ მაღაზიიდან 800 ევროს ღირებულების პარფიუმერიის მოპარვაში.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქურდები იყენებდნენ სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობას, ე.წ. “Jammer”-ს (სიხშირის დამხშობს), რომელიც ელექტრონულ დაცვას უვნებელყოფს და სიგნალიზაციის ჩართვას ხელს უშლის.
კარაბინერებმა, აუთლეტის დაცვასთან თანამშრომლობით, აღნიშნული პირები მაღაზიიდან გამოსვლისთანავე შეაჩერეს. მოპარული პარფიუმერია სრულად იქნა ამოღებული და მაღაზიას დაუბრუნდა.
ნაძარცვი საკვები პროდუქტები და გაქცევის მცდელობა (20 ნოემბერი)
Valmontone-ის ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, 20 ნოემბერს, უმბრიის რეგიონში, ქალაქ სპოლეტოსთან, სახელმწიფო პოლიციამ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი ძარცვაში ედებათ.
პოლიციის აგენტებმა მაგისტრალზე საეჭვო მანქანა შეამჩნიეს. მძღოლი, ამოცნობის თავიდან ასაცილებლად, სიჩქარის მომატებით გაქცევას შეეცადა. სამართალდამცველებმა მანქანა გააჩერეს. დადგინდა, რომ საუბარია 1968 და 1975 წელს დაბადებულ ორ საქართველოს მოქალაქეზე, რომელთაგან ერთ-ერთს ქურდობისთვის წარსულში მრავალი ნასამართლობა ჰქონდა.
მანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა უამრავი საკვები პროდუქტი, რომლის ჩეკიც ვერ წარმოადგინეს. პოლიციამ აღნიშნული ორი პირი ნაძარცვის მიღების ბრალდებით დაადანაშაულა და საქმე სასამართლო ხელისუფლებას გადასცა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის მზად ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნისთვის. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს გამართულ პირდაპირ ეთერში ისაუბრ...
პოლიტიკა • 1765796398
"მოკლედ მათ სიყვარულის ამბავზე" | წერს აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
სოცმედია • 1765796299
უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765796001
ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...
საზოგადოება • 1765794057
საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...
საზოგადოება • 1765792603
" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...
სოცმედია • 1765792323












