იტალიაში სამკაციანი ბანდის ქართველი წევრი დააკავეს

კრიმინალი 1659586220    4020

იტალიის პოლიცია

ტურინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულს საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევასა და ქურდობას ედავებიან.

მედია წერს, რომ დაკავებული სამკაციანი დაჯგუფების წევრია, რომელიც პოლიციამ ამოიცნო და სავაჭრო ობიექტში დააკავა.

"გამოძიების ცნობით,  24 ივლისს მირაფიორის რაიონში  სამი პირმა საცხოვრებელი სახლი გაქურდა. პოლიციის ცნობით, დამნაშვეები საცხოვრებლის შიგნით განთავსებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოსათვლათვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს და შეისწავლეს. სამართალდამცველებმა ყველა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე შეძლეს.

პოლიციელებისთვის უკვე ცნობილი ქართველი ბინაში არსებული კამერის კადრებით იდენტიფიცირებული იყო. გასულ შაბათს ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა გააჩერეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. სავარაუდო დამნაშავე სავაჭრო ცენტრში ყოფნისას იცნეს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი განსხვავებული სახელწოდებით, მის წინააღმდეგ იყო ამდენივე დაკავების ბრძანება და მას შვიდ წელზე მეტი სასჯელი უნდა მოეხადა."- ვკითხულობთ სტატიაში.  გამოძიების ცნობით, დაკავებული ქართველის წინააღმდეგ მანამდე ორი ორდერი იყო გაცემული. დაკავების პირველი ორდერი, ფლორენციის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის მარტში გაცემული და რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლით და მეორე ორდერი 2021 წლის აპრილში რეჯო ემილიას სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი 4 წლის, 11 თვისა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხსნისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
წალენჯიხლებს პოლიციას თავს დაესხნენ - დაკავებულია სამი ადამიანი

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს  ბულვარში 10-მდე ახალგაზრდა მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა "ქურდებს სიცოცხლე", პოლიციის მანქანის გ...

კრიმინალი 1686140653

ლიფტების გნახლება
საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლება აქტიურად გრძელდება

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ა...

საზოგადოება 1686140425

მარიამი
ვიდეო: როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს - „მზის შვილების“ ფსიქოლოგ მარიამ ზაქაშვილის რჩევები მშობლებს

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს უნდა გავითვალისიწნოთ თუ არა ბავშვის სურვილები ე.წ. ჯიუტი ბავშვი - რა დროს მივმართოთ ფსიქოლოგს ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს...

ჯანმრთელობა 1686139805

ყვითელი ლენტი
5 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა - რა მოხდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეა...

შემთხვევა 1686139199

ვატო შაქარაშვილი
„პუტინი დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე არის უძლური და კაპიკ-კაპიკ ურიცხავს “ანტი-რუსებში” ყველაზე “ანტი-რუსს“ ლяკა ხოშტარიას მემკვიდრეობით მისაღებ რუბლებს“ - ვატო შაქარაშვილი

მოძრაობა ,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გამოდის – პუტინი და პუტინის რუსეთი, რომელიც არ სცნობს საერთაშორისო სამართალს, ომებით იპყრობს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, კლავს ათი...

სოცმედია 1686137870

ტერორისტული სახელმწიფო
"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან.    "6 ივნისს, დილით, რუსმა საო...

პოლიტიკა 1686137740