კრიმინალი • 1712051373
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი - როგორც "პირველებმა" გაარკვია, 50 წლამდე კაცს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
ერთ-ერთი ვერსიით, საზარელ დანაშაულს მოკლულის გერი შეესწრო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცოლ-ქმრის მიერ 1 წლის წინ ნაქირავები სახლიდან ყვირილის ხმა დღეს, გამთენიისას გაიგეს, რამდენიმე წუთში კი ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოჩნდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში დახმარება ქალმა ითხოვა, ადგილზე გვამის აღმოჩენის შემდეგ კი პოლიციამ ხელბორკილები მოკლულის ცოლს დაადო.
ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ვერ ამბობენ, რა გახდა სასტიკი მკვლელობის მოტივი, მათი თქმით, ცოლ-ქმართან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ.
უცნობია, აღიარებს თუ არა ქალი ქმრის სასტიკ მკვლელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში tv pirveli.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დილით გავიგეთ, რომ ცოლმა მოკლა ქმარი, მეტი არაფერი ვიცი, არ ვიცნობდით მათ. ხშირად ვხედავდით ერთად, რა გახდა დანაშაულის მოტივი არ ვიცით"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ნაქირაცვებ სახლში სამი პირი, ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა.
კივილის ხმა გავიგე, შორიდან ვიცნობდი, ახლობლობა არ მქონია, დღეს დილით მითხრეს, რომ შენი მეზობელი მოკლესო"- თქვა კიდევ ერთმა მეზობელმა.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...
საზოგადოება • 1737786055
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...
სოცმედია • 1737785673
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737785158
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი