"კოკაინი", "მეთადონი", "ჰეროინი" და "მარიხუანა" - ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ნარკორეალიზაციის ბრალდები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს - დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული უ.ჰ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ო.ა., 2000 წელს დაბადებული ა.ს., 1954 წელს დაბადებული ზ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1976 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ფ.ი.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 18-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე საბა აშშ
„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს“ - მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...

საზოგადოება 1778607897

მეუფე იაკობი
„ ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“ — მეუფე იაკობი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...

პოლიტიკა 1778601240

ნავთობი
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1778601094

ივანიშვილი
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...

პოლიტიკა 1778601017

ლუკაშენკო
„ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ - ლუკაშენკო

„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...

მსოფლიო 1778600936

ნანუკა ჟორჟოლიანი
„როგორ ივსება პატიმრების ბარათები, რომ იცოდეთ... თუ რამე გამომრჩა და კითხვა გაქვთ, აქ ვარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...

სოცმედია 1778600879