ლაზერის პროცედურისას ქალებს სავარაუდოდ ფოტოებს ფარულად უღებდნენ - სკანდალური დეტალები ყოფილი პოლიციელის საქმეში
კრიმინალი • 1785332678
სკანდალი ესთეტიკური მედიცინის ცენტრისა და ყოფილი პოლიციელის, დავით ჭითანავას ირგვლივ — საქმის მასალების მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ ესთეტიკის ცენტრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გავრცელდა.
ბრალდებულ პოლიციელს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და სისტემატურ ადევნებაში ედავება. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სწორედ ესთეტიკის ცენტრის შესაძლო კავშირს ეხება. დაკავებულის ადვოკატი, სოსო ჯანაშია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ გამოძიების ვერსია სწორედ სალონის სპეციალისტის მიერ ფოტოების გაგზავნას უკავშირდება, თუმცა ბრალდებას „სისულელეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეში მხოლოდ ოპერატიული ცნობებია და რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.
„ოპერატიული ინფორმაციაა მხოლოდ, დანარჩენი არაფერი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. დაახლოებით ასეთი თემაა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, შესაძლოა, ესთეტიკური ცენტრის რომელიღაც სპეციალისტის მიერ გაგზავნილი ყოფილიყო დავით ჭითანავას ტელეფონზე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რაც სრული სისულელეა. ესენი ვარაუდობენ, რომ სექსუალური ხასიათის სურათები შეიძლება იყოსო და ესთეტიკის ცენტრში რა სექსუალური ხასიათის სურათები უნდა იყოს. ჩვეულებრივად, ეპილაციაზე მისული ქალბატონების სურათებს გულისხმობენ ალბათ, თუმცა მსგავსი არაფერი არ ყოფილა“, — აცხადებს ადვოკატი სოსო ჯანაშია.
თავად ესთეტიკის ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და პაციენტების ფოტოების გაჟონვას უარყოფს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა WhatsApp-ის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა და შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოები, ხოლო ერთ-ერთი მათგანის ფოტომასალა Messenger-ით სხვა პირს გადაუგზავნა.
„ასევე, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










