“ლევანი წამოიწია, არმატურის მსგავსი საგანი დავარტყი“ – მეგობრის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება

ბრალდებულის აღიარება

სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ შეძ­რა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სას­ტი­კად მოკ­ლულ 26 წლის ახალ­გაზ­რდა ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილს 23 წლის ბიჭ­მა ჯერ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

“კუ­რი­ე­რი P.S“-მა მო­ი­პო­ვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი, ლაშა თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­და­ნაც – ვაშ­ლი­ჯვარ­ში, მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის დამ­წვა­რი ცხე­და­რი 12 დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­მა­ტუ­რით და სა­ვა­რა­უ­დოდ, ლურ­სმნი­ა­ნი ფიც­რით ცე­მის შემ­დეგ, სის­ხლის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლი ახალ­გაზ­რდა, ლაშა თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო.

და­კა­ვე­ბულ­მა შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა:

“ლე­ვა­ნი წა­მო­ი­წია ჩემ­კენ, მე მას და­ვარ­ტყი ხელი სა­ხე­ში და და­ვაგ­დე ძირს, რის შემ­დე­გაც იქვე ნა­პოვ­ნი არ­მა­ტუ­რის მსგავ­სი სა­გა­ნი და­ვარ­ტყი. რო­გორც მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ­მე და­ვარ­ტყი გულ-მკერ­დის არე­ში, ასე­ვე თავ­ში. მო­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლე­ვა­ნი ჯერ არ იყო მკვდა­რი და გან­ვიზ­რა­ხე, რომ გად­მო­მეგ­დო მე-7 სარ­თუ­ლი­დან. გა­ვათ­რიე ნა­პი­რამ­დე და გა­და­ვაგ­დე. რო­დე­საც ჩა­ვე­დი კორ­პუ­სის ეზო­ში, ვფიქ­რობ, ის უკვე მკვდა­რი იყო. გან­ვიზ­რა­ხე მისი სხე­უ­ლის და­მალ­ვა და დაწ­ვა. ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის გვა­მი ავა­ხო­ხე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე, მი­ვა­ხო­ხე ლიფ­ტის შახ­ტას­თან და ჩა­ვაგ­დე. ამის შემ­დეგ, ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ვი­ღე 3 ლიტ­რი­ან ბა­ლონ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი და და­ვას­ხი გვამს, მო­ვუ­კი­დე ცე­ცხლი და ბა­ლო­ნიც იქვე ჩა­ვაგ­დე. ასე­ვე მი­ვა­ყა­რე სხვა­დას­ხვა სა­ხის ნა­გა­ვი. იქვე ვი­პო­ვე ლე­ი­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ვაგ­დე ცე­ცხლში და წა­მო­ვე­დი.

მი­ვე­დი პირ­და­პირ სახ­ლში,“ – წერს თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბის წე­რი­ლო­ბით ვერ­სი­ა­ში.

პრო­კუ­რო­რი გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მოკ­ლუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ:

“მიმ­ძიმს ამ სი­ტყვის თქმა… გვა­მი რო­დე­საც ვნა­ხეთ, გვა­მი არის და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ნა­ხი იქნა სხვა­დას­ხვა სის­ხლი­ა­ნი საგ­ნე­ბი, ლურ­სმნე­ბი­ა­ნი ფი­ცა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხრი­დან სის­ხლით არის მოს­ვრი­ლი.

უკა­ნას­კნე­ლი 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ერ­თად და­დი­ან გა­სარ­თო­ბად, ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ერ­თად ატა­რე­ბენ დროს,“ – აღ­ნიშ­ნავს შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 1742237985

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 1742237460

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 1742233840

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 1742232823

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 1742225499

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 1742222717