მარიხუანა, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი" და „მეტადონი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს
კრიმინალი • 1764486115
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მარიხუანა“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი" და „მეტადონი“.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული ი.მ., 1994 წელს დაბადებული ლ.ფ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2005 წელს დაბადებული ა.ჯ., 1993 წელს დაბადებული გ.ჩ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.მ., 2006 წელს დაბადებული ვ.შ., 1995 წელს დაბადებული ა.ო. და 1987 წელს დაბადებული შ.შ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მარიხუანა“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი" და „მეტადონი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











