მარნეულში ნაპოვნი დასახიჩრებული ცხედარი 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის
კრიმინალი • 1725784329

დასახიჩრებული ცხედარი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზაქენდში იპოვეს, იდენტიფიცირებულია. ის მეზობელი სოფლიდან, გაჯისქენდიდან 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის.
კაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის 4 დღის წინ გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ კაცი სახლიდან სხვა პირებმა გაიყვანეს.
55 წლის კაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნ ცხედარს ხელები მოკვეთილი ჰქონდა. რა გახდა ცხედრის დასახიჩრების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729205

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени! ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კა...
სოცმედია • 1752698312

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა. ამის შესახებ დღეს თ...
საზოგადოება • 1752692570

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი...
საზოგადოება • 1752692283