მძიმე დანაშაულები გურიაში — გაუპატიურების ორ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
კრიმინალი • 1785252449
გურიის რეგიონში ორი მძიმე დანაშაული მოხდა, რომელთა ფაქტზეც სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ერთი შემთხვევა 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება, ხოლო მეორე — კურორტ ბახმაროში უცხოელი ტურისტის სავარაუდო გაუპატიურებას.
14 წლის მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა
„TV პირველის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის დეიდის ქმარი დააკავეს. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას დაზარალებული მოზარდის დედამ მიმართა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოეს ხანში იმსჯელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ბრალდებულის ადვოკატმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ პოზიციას დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ დააზუსტებს.
უცხოელი ტურისტის გაუპატიურება ბახმაროში
მეორე შემთხვევა გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის იაპონელი ტურისტი ქალი სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ადგილობრივი 30 წლამდე მამაკაცი დააკავა.
დაზარალებულმა სამართალდამცავებს მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, თბილისში ჩასვლისთანავე შეატყობინა.
დაკავებულის ადვოკატი დავით მამალაძე ადასტურებს დაკავების ფაქტს, თუმცა გაუპატიურების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უფლებადამცველის მტკიცებით, სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო და მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოხდა. მისივე განცხადებით, დაცვის მხარეს ექვსი მოწმე ჰყავს, რომლებიც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










