მე-9 კლასის მოსწავლეს ბევრად უფროს კაცზე უპირებდნენ გათხოვებას - რა მოხდა მარნეულში
კრიმინალი • 1642767135 202

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა - რადიო MarneuliFm -ის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგმა, როდესაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო, დაუყოვნებლივ მიმართა სახალხო დამცველს.
"ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასის ატესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამ ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშვისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი წვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორგანიზაცია აკეთებს.
"ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ... 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვითცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი" - ამბობს პედაგოგი.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602