მესტიაში ტურისტებზე თავდამსხმელი ორივე პირი დააკავეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა კაცის ცხედარი მდინარეში გადააგდეს

ლენტიი

სავარაუდო დამნაშავეები, რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად დააკავეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელებმა ტურისტი კაცი მოკლეს და მისი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის  ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - წერია შს სამინსიტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რიჟვაძე
„რიჟვაძემ თვითმკვლელობა "გლოკის" ტიპის იარაღიდან სცადა, რომელიც ფანჩატურში ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა შენახული“ - პროკურატურა

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზ...

კრიმინალი 1751976286

რიჟვაძე ახვლედიანია
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა  " საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქ...

კრიმინალი 1751976182

რიჟვაძე ვოლსკი
"ხო, ეჭვი მეპარება" - ვოლსკი რიჟვაძის წერილზე

ჟურნალისტი: "ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?"• ვოლსკი: "ხო, ეჭვი მეპარება"• ჟურნალისტი: "ვისი დაწერილი შეიძლება იყოს?"• ვოლსკი: "არ ვიცი... ეგ არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დ...

პოლიტიკა 1751976059

რიჟვაძე და მამა
„შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო“ - ადვოკატი

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვ...

კრიმინალი 1751974909

7-ქალა
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.   ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751974746

საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057