კრიმინალი • 1730540824
შსს-ს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.
საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას მოქალაქეები გააძევეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე. გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის აქტიური კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 384 უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც 26%- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია იმ პირთა მაჩვენებელიც, რომლებმაც გაძევების პროცედურის ფარგლებში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს, კერძოდ, საქართველო დატოვა 323 პირმა, რაც 60,7 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების კუთხით. იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დამატებით გაზრდის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უზრუნველყოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა ქვეყნიდან გაძევების ეფექტიანი პროცედურები," - წერია განცხადებაში.
სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...
პოლიტიკა • 1733999030
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...
პოლიტიკა • 1733998845
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...
პოლიტიკა • 1733996741
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ს...
სოცმედია • 1733996664
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი