"მისცა ჩვენება... ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით..." - რას ჰყვება კახეთში გატაცებული გოგოს ბიძა

23 წლის გოგო

 "მისცა ჩვენება... ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით...", - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებულმა გოგონამ პოლიციას საჩივრით მიმართა. ამის შესახებ 24 წლის გოგოს ბიძამ "მთავარ არხთან" ისაუბრა.

 

''მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით.'' - ამბობს ბიძა. 
 ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, ბიძა პასუხობს:

 

''გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს იმიტომ რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. ის თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი დამოკიდებულება ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის მიმართ, ასეთებმა უნდა მიიღონ და მიიღებენ კიდეც. ისინი მუდმივად იცვლიდნენ მისამართებს, ნაცნობებს, ნათესავებს. გამტაცებელი არ ვიცი, სად არის, პოლიციას ჯერ ინფორმაცია არ მოუცია'' - ამბობს ბიძა. შეგახსენებთ,  სოფელ კაბლიდან გატაცებული 23 წლის ქალი, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 28 ივლისს, ოთხმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა. გოგონას საპოვნელად და გამტაცებლების დასაკავებლად, სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675